გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროფკავშირული გამოწვევები და პასუხები - პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭო გენერალურ შეხვედრას მართავს

17-06-2020

პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭო გენერალურ შეხვედრას მართავს. სხდომა პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა გახსნა. ევროპის პროფკავშირების ლიდერები და ექსპერტები საერთო ინტერესის არაერთ საკითხზე მსჯელობენ.

სადისკუსიო მთავარი საკითხები COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით განისაზღვრა.

მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ შრომის სამყაროს გლობალურ რყევებზე, ვირუსით მიყენებული დარტყმების საპასუხო რეაქციის დაჩქარებასა და ეკონომიკის აღდგენაზე ევროპაში.

საუბარი ეხება სამუშაო ადგილების, სოციალური და შრომითი სტანდარტების დემპინგს და კონსერვატიულ და მემარჯვენე პოპულიზმს, რასაც სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები და დამსაქმებლები პანდემიას ამოფარებულნი მიმართავენ - პროფკავშირების და დასაქმებულების მიღწევების, მათ შორის კოლექტიური შეთანხმებების, სამუშაო დროის და დასვენების დღეების უგულებელყოფის გზით.

ირაკლი პეტრიაშვილმა დღეს დააყენა საკითხი, შემუშავდეს საერთო მანიფესტი მთავრობებისადმი ქალთა უფლებების საკითხზე, რადგან შექმნილი მდგომარეობით, განსაკუთრებით, სწორედ ქალები ზარალდებიან. საბავშვო ბაღების, სკოლების და სხვადასხვა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვის გამო უამრავი ქალი იძულებული ხდება დარჩეს სახლში და უარი თქვას სამსახურზე, განვითარებაზე, შემოსავალზე და კარიერულ წინსვლაზე.

პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ლუკა ვინსენტინიმ კიდევ ერთხელ გაახმოვანა ევროკავშირის მოთხოვნა, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვა პროფკავშირებთან კონსულტაციით და შეთანხმებით უნდა მოხდეს.

"დემოკრატია და სოლიდარობა ისე სჭირდება მსოფლიოს, როგორც არასდროს" - გაეროს სახელით ეს გზავნილი შეხვედრის მონაწილეებს მშრომელთა აქტივობების ბიუროს ხელმძღვანელმა მარია ჰელენა ანდრემ გადასცა (ILO ACTRAV).

გლობალურ პროფკავშირულ რეაგირებაზე და მის პერსპექტივებზე პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა შარან ბაროუმ იმსჯელა. შეხვედრა დღეს და ხვალ გაგრძელდება.