გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკა გვარამია სუს-ში დაიბარეს

17-06-2020

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ადასტურებს. მისივე თქმით, საქმე სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობას და იმ ფაქტს ეხება, რომ გვარამიამ ამის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში იცოდა და სათანადო ორგანოებს არაფერი შეატყობინა.

„სავარაუდოდ ეს უკავშირდება ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა გარკვეული პერიოდით ადრე. ვვარაუდობ, რომ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები სამართალდამცველებს“, - ამბობს საძაგლიშვილი.

გვარამია სუს-ში სავარაუდოდ 16:00 საათზე მივა.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

16 ივნისს რამზან კადიროვმა განცხადება გააკეთა, სადაც ის უარყოფს იმას, რომ ქართველი ჟურნალისტის ლიკვიდაცია შეუკვეთა.

imedinews.ge