გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოპერაციიდან რამდენიმე საათში საზარელ ავარიას ემსხვერპლა – მას ორსული მეუღლე და ორი შვილი დარჩა

17-06-2020

12 ივნისს ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ გზაზე ტრაგედია დატრიალდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ექიმი რეანიმატოლოგი, 32 წლის გუბაზ კორძაია მართავდა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

ახალგაზრდა ექიმი ადგილზევე გარდაიცვალა.

 

გუბაზ კორძაია ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. ტრაგედიის წინა დღეს ის ქუთაისში გულის შუნტირების ოპერაციას დაესწრო. სწორედ ამ ოპერაციის შემდეგ ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც ექიმი ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.

 

გუბაზ კორძაიას ორი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი, თავად მისი გადარჩენა ვერავინ მოახერხა.

 

„არაერთი სიცოცხლე ჰყავს გადარჩენილი და სიკვდილს გამოგლეჯილი. უცებ, ისე სწრაფად ჩაერეოდა და ისეთ დახმარებას აღმოუჩენდა შუა ოპერაციისას, სხვა რომ ვერაფრით მოიფიქრებდა…

 

ორი მცირეწლოვანი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა… ფანტსატიკური მამა და მეუღლე იყო და გამორჩეულად კარგი შვილი მშობლებისთვის. კოდორის ხეობიდან იყვნენ და ომის შემდეგ გადმოვიდა ოჯახი თბილისში.

 

არაჩვეულებრივი მეუღლე დარჩა, 18, თუ 19 წლის ასაკში მოიყვანა ცოლად. მანამდე შეყვარებულები იყვნენ. არაჩვეულებრივი წყვილი იყო…

 

სულ რაღაც ეჩქარებოდა. ბევრი რამეა გასაკეთებელი და უნდა მოვასწროო – ამბობდა. თითქოს ცხოვრება ეჩქარებოდა…

 

პაციენტებს ეფერებოდა, განსაკუთრებულ სითბოს უზიარებდა, ისეთ სიყვარულ გამოხატავდა… მისთვის ყველა ადამიანი საყვარელი იყო.

 

თავზე შემოგახვევდა ყველა ადამიანის პრობლემას და უნდოდა შენც ჩართულიყავი მის დახმარებაში. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყო, პაციენტი, თუ პაციენტის ახლობელი.

 

ყველას პრობლემას იგებდა და ცდილობდა დახმარებოდა“, – ამბობს გუბაზის კოლეგა, ექიმი მაკა მიქაძე „სარკესთან“ საუბრისას.


პრაიმტაიმი