გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კორონავირუსი ოკუპირებულ ცხინვალში კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა

18-06-2020

კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი ოკუპირებულ ცხინვალში. გუშინ 46 ტესტის პასუხი გახდა ცნობილი.

4 ინფიცირებულიდან სამი რუსეთიდან დაბრუნებული კურსანტი და ერთი სამხედრო პირია.

ოკუპირებულ ცხინვალში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 81 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 43 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

COVID 19-ზე 21 ტესტი ჩატარდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. მათგან ვირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 10 ინფიცირებულს მკურნალობენ.

rustavi2