18-06-2020
საქართველოს მასშტაბით, 2019 წელს 377 სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები newspress.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, სუიციდის ყველაზე მეტი - 88 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.
საქართველოს რეგიონების მიხედვით სუიციდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი 43 შემთხვევა სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - 16 შემთხვევა მცხეთა-მთიანეთში.
როგორც მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სუიციდის ჩამდენთა ასაკი 12-დან 93-წლამდე მერყეობს, თუმცა ყველაზე ხშირად თვითმკვლელები 12-დან 30-წლამდე ასაკის ადამიანები არიან.
ასევე, 2019 წელს საქართველოს მასშტაბით 494 სუიციდის მცდელობა აღირიცხა.
მონაცემები, რომელიც შსს-მ newspress.ge-ს მიაწოდა დამუშავებულია შსს ტერიტორიული დანაყოფების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.