გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კოვიდ-ინფიცირებულ მამაკაცს სამძიმარი დისტანციურად უნდა მიეღო - ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

18-06-2020

მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საკარანტინო ზონიდან ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო 14 ივნისს გათავისუფლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. ის განმარტავს, რომ კარანტინის დატოვებამდე მამაკაცს Covid 19-ზე პისიარ კვლევა ჩაუტარდა, რომლის შედეგიც უარყოფითი იყო. 

"ეს არ არის ზოგადად გავრცელებული პრაქტიკა. მხოლოდ როდესაც ოჯახის წევრის გარდაცვალება ხდება, პისიარ კვლევის შემდეგ ათავისუფლებენ პაციენტს. ეს ადამიანი გათავისუფლდა იმ პირობით, რომ დისტანციურად მიეღო სამძიმარი და თვითიზოლაციაში ყოფილიყო. სამძიმარზე ფაქტობრივად მოშორებით იდგა და ახლო კონტაქტი მას არავისთან არ ჰქონია, ამას ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევები, მისი ანალიზი გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ხვალ ველოდებით პასუხს, რაც მოგვცემს იმის თქმის საშულებას, არის ეს ახალი შემთხვევა თუ გადატანილი და პირი არ არის ბოლომდე გამოჯანმრთელებული", - ამბობს ოდიშარია. 

მისივე ცნობით, კოვიდ-ინფიცირებული პირის 7 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს და მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. 

ზუგდიდში 70 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ის საკარანტინო სივრციდან რუხის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მამაკაცი რუსეთიდან 12 ივნისს ჩამოვიდა.

რადიო "ათინათი"