გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზუგდიდში, შესაძლოა, ახალი კლასტერი გაჩნდეს - ინფიცირებულს ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კავშირი

18-06-2020

ზუგდიდში, მამაკაცს, რომელსაც დაკრძალვაზე ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კავშირი, კორონა ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.


„ის იყო საკარანტინე სივრცეში, 14-ში ჩაუტარდა PCR ტესტირება, ტესტის პასუხი იყო უარყოფითი და განთავისუფლებული იყო დროებით სამძიმარზე“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის უფროსმა ნანა ოდიშარიამ.


გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულის ოჯახის წევრები და კიდევ რამდენიმე ადამიანი უკვე საკარანტინე სივრცეში არიან გადაყვანილი.


55 წლის მამაკაცი რუსეთიდან საქართველოში 12 ივნისს ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან შემოვიდა.