გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი ტაბაღუამ ბაღის აღსაზრდელებს ამჯერად ზღაპარი ,,გლეხი, დათვი და მელია’’ წაუკითხა

26-02-2018

რუსთავის მერი დღეს საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების 32-ე ფილიალს ესტუმრა. ირაკლი ტაბაღუა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესს გაეცნო და ,,მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი’’ პროექტის ფარგლებში, ბავშვებს ქართული ხალხური ზღაპარი ,,გლეხი, დათვი და მელია’’ წაუკითხა.

პროექტი ,,მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი’’ 19 იანვარს, რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მერიის ინიციატივით დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, თვითმმართველობის, ასევე სხავადასხვა პროფესიის ადამიანები, თავისუფალ დროს, რუსთავის საბავშვო ბაღებს პერიოდულად ეწვევიან და აღსაზრდელებს წიგნს წაუკითხავენ.