გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: ერთი წელი გავა ამის შემდგომ, ორი, თუ ბევრი, 20 ივნისს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა

18-06-2020

"20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება: ვინ გასცა ბრძანება? ისროდნენ თუ არა დამიზნებით? არ ისროდნენ... ? - ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისი, ერთი წელი გავა ამის შემდგომ, ორი, თუ ბევრი, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 20 ივნისს შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, შსს-ს თანამშრომლებმა და ქვეყნის სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე და ეს იყო მათი მოვალეობა.


„ეს იყო პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა მაშინ და მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა. ეს იყო მათი მოვალეობა და მათ ეს გააკეთეს,“ - განაცხადა პრემიერმა.