გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილთან ერთად ონის ისტორიული სინაგოგა მოინახულა

18-06-2020

17 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მერის მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად მოინახულა ონის ისტორიული სინაგოგა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები შეხვდნენ ონის ებრაული თემის წარმომადგენელს, სინაგოგის მცველს, ბატონ სიმონ შიმშილაშვილს. განხილულ იქნა ონის ებრაული კვარტლის განვითარების პერსპექტივები და ხაზი გაესვა სინაგოგის უდიდეს მნიშვნელობას ონში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით.

მიღწეულ იქნა შეთანხმება, ონის სინაგოგის მონახულებისა და მოლოცვის წესებთან და საათებთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.