გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: პანდემიის გამო არჩევნებზე სპეციალური წესები გატარდება

18-06-2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დროს კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„არჩევნებზე კოვიდუსაფრთხოებისთვის სპეციალური ზომები გატარდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მონახაზი, თუმცა დაგვჭირდება განხილვები სამუშაო ჯგუფის ფორმატში. მომდევნო კვირაში შედგება განხილვა არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და ამ ფორმატში უნდა შევჯერდეთ ყველა იმ შესაბამის რეგულაციაზე, რომელიც უნდა აისახოს კანონმდებლობაში საარჩევნოდ პანდემიის კუთხით“, - განაცხადა კობახიძემ.

შეხვედრას აშშ-ს, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები დაესწრნენ.