გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ რა ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული საარჩევნოდ

18-06-2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დროს კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ვმუშაობთ ევროპის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომელთაც აქვთ შესაბამისი რეკომენდაციები პანდემიის პერიოდში საარჩევნოდ რა ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული და ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

შეხვედრას აშშ-ს, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები დაესწრნენ.