გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კარლ ჰარცელი: არჩევნებზე გათვალისწინებული უნდა იყოს მოქალაქეების ჯანმრთელობა

18-06-2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დროს კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

„ვიცი, რომ მიმდინარეობს დისკუსია იმ თემაზე თუ რა მოხდება თუკი არჩევნების თარიღს დაემთხვევა პანდემიის აფეთქების მეორე ტალღა. სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ ამ შეხვედრაზე. ჩვენი გზავნილი მკაფიო იყო, ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ჯანმრთელობის გათვალისწინება. არჩევნების დროსაც უნდა მიიღონ მხედველობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

შეხვედრას აშშ-ს, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები დაესწრნენ.