გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჰუბერტ ქნირში: ვიმედოვნებ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ ისე, როგორც შეთანხმება მოხდა

18-06-2020

„ხვალიდან მთავრობა დაიწყებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას. ეს ცვლილებები შემუშავდება პოლიტიკურ პარტიებს შორის მარტის შეთანხმების საფუძველზე. იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური მხარე მიიღებს მონაწილეობას და ცვლილებებს მიიღებენ ისე, როგორც შეთანხმება მოხდა. ჩვენ ასევე, განვიხილეთ საარჩევნო კოდექსის სხვა დეტალები“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დროს კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.