გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საია მუნიციპალიტეტის მერის დაუსაბუთებლად გადაყენების უფლებამოსილებას ასაჩივრებს

26-02-2018

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის სახელით საკონსტიტუციოსასამართლოში გაასაჩივრებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება, რომლითაც შესაძლებელია მერისთვის უნდობლობის გამოცხადება და თანამდებობიდან გადაყენება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრულია, რომ საკრებულოს წევრთა უმრავლესობას შეუძლია უნდობლობის პროცედურა დაიწყოს მერის წინააღმდეგ და 10 დღის ვადაში საკრებულოს წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. 

საიას მოსაზრებით, ამგვარი ჩანაწერი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2პუნქტს, რომელიც იცავს საჯარო მოსამსახურეს თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან.  

პირდაპირი წესით არჩეული მერის თანამდებობიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებით, საკრებულო არღვევს არა მარტო იმ პირის უფლებას, ვისაც მერის თანამდებობა უკავია, არამედ ამომრჩეველთა უფლებებსაც, ვინც ეს პირი თანამდებობაზე აირჩია. 

მიუხედავად იმის, რომ კანონის ეს ჩანაწერი, ჯერ კიდევ 2014 წლის თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში გახდა კრიტიკის საგანი, ამ ნორმის გასაჩივრება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვს პირს, ვისაც შეიძლება აღნიშნული შეზღუდვა შეეხოს, - ესე იგი არჩეულ მერს. 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არც ერთმა მერმა და გამგებელმა არ გამოთქვა ნორმის გასაჩივრების სურვილი. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენის თანხმობა განაცხადა თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც აღნიშნულ საქმეში მოსარჩელე იქნება. მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში საია დაიცავს.  

ამავე დროს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საია საკონსტიტუციო სასამართლოში იშუამდგომლებს ნორმის შეჩერების შესახებ, იმისათვის, რომ 2018 წლის მაისში თიანეთის საკრებულოს არ ჰქონდეს თამაზ მეჭიაურისათვის დაუსაბუთებლად უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა.

reginfo.ge