26-02-2018
სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისჩადენაში ბრალდებული ე.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 23:10 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი,განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ე.გ. წარსულში არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით მეზობელთან - ფ.ზ.-სთან მივიდა. მათ შორისსაუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ე.გ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ფ.ზ.-ს თავის არეში დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებულიდაზიანების შედეგად ფ.ზ. 15 ივლისს გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ე.გ. 2017 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ე.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.