გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირმა ინაშვილი: თინა ხიდაშელს არ უნდა ჩააბარო სახელმწიფოს მართვა, მოვა და ჯარით დაგჩაგრავს!

19-06-2020

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს არ უნდა ჩააბარო სახელმწიფოს მართვა, მოვა და ჯარით დაგჩაგრავს! დაგჩაგრავს და სინდისი არ შეაწუხებს! – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის”ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ადამიანს, რომელიც რობოტია, მანქანაა, არ აქვს სული, გული, არ უხარია და ცრემლი არ მოსდის, არ უნდა ჩააბარო სახელმწიფო!

ადამიანს, რომელსაც შუბლზე სინდისის ძარღვი არა აქვს, თვალებში გიყურებს და უტიფრად ცრუობს, არ უნდა ჩააბარო სახელმწიფო!

ყველაფრის მკადრებელს არ უნდა ჩააბარო სახელმწიფო!

ადამიანს, რომელიც სხვისი ზურგით, სხვისი ავტორიტეტით, სხვისი კაპიტალით თავისზე სუსტს დაჩაგრავს, ორმაგად არ უნდა ჩააბარო სახელმწიფო!

სახელმწიფო კაცმა, როგორც წესი, არავინ უნდა დაჩაგროს.

ადამიანს, ვისაც ჯერ “მე” ახსოვს და მერე “ჩვენ”, არ უნდა ჩააბარო სახელმწიფო!

ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს მის პირად საკუთრებად მოიაზრებს, არ უნდა ჩააბარო სახელმწიფო!

უღმერთო კაცს არ უნდა ჩააბარო სახელმწიფო!

მაგალითები? კი, ბატონო. დღეს მხოლოდ ორზე შევჩერდები.

თინა ხიდაშელს არ უნდა ჩააბარო სახელმწიფოს მართვა, მოვა და ჯარით დაგჩაგრავს! დაგჩაგრავს და სინდისი არ შეაწუხებს!

ირაკლი კობახიძე არ უნდა გააკარო არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტს, მოვა და უკადრებელს იკადრებს.

ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავი სახელმწიფოს დროშა, გერბი, ჰიმნი და კონსტიტუცია ჰგონია, სასწრაფოდ უნდა ჩამოაშორო სახელმწიფო მართვას”, – წერს ირმა ინაშვილი.

ipress