გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმისათვის, რომ არა მხოლოდ შეგვეჩერებინა კოვიდ-19, არამედ ჩვენს გადაწყვეტილებებს ჰქონოდა რაც შეიძლება ნაკლები ეფექტი ეკონომიკაზე

19-06-2020


მსოფლიო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვნად დადებითი შედეგები, არა მხოლოდ კოვიდ-19-ის პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, არამედ კონკრეტული ეკონომიკურ გეგმასთან მიმართებაში არის ძალიან პოზიტიური შეფასებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის შეინ როზენტალის ბლოგის შეფასებისას განაცხადა.


ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამგვარი განცხადებები მისასალმებელია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მთავრობამ შეძლო, საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დაენახებინა ის კონკრეტული ქმედებები და გეგმები, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ეკონომიკას, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა.


„აქვე ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ საქართველოში წლების განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა და ქვეყანაში არსებულმა ფისკალურმა წესრიგმა საშუალება მისცა ყველა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას, ძალიან დროული და სწრაფი გადაწყვეტილებები მიეღო იმისათვის, რომ დახმარებოდა ქართულ ეკონომიკას. საერთო ჯამში, ეს არის ერთიანი ძალისხმევა, რომელმაც მოგვცა ძალიან პოზიტიური და იმედისმომცემი შედეგები. ჩვენ შევძლებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი ეკონომიკა განვითარების იმ ეტაპზე, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმისათვის, რომ არა მხოლოდ შეგვეჩერებინა კოვიდ-19, არამედ ჩვენს გადაწყვეტილებებს ჰქონოდა რაც შეიძლება ნაკლები ეფექტი ეკონომიკაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეგვძლებოდა დავბრუნებულიყავით ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.