გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკა გვარამია: ჩემი წყარო სუს-ისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები იყვნენ

19-06-2020

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაციას სუს-ისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისგან ფლობდა.

„შეკითხვები ჰქონდათ წყაროსთან დაკავშირებით. ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი და ეს ინფორმაცია მათ მივაწოდე. მეორე - ქართული ოცნების მაღალჩინოსანი, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლოში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ.

ნიკა გვარამიას განმარტებით, გიორგი გაბუნიას სახელმწიფომ დაცვა შესთავაზა, თუმცა მისთვის ასეთი შეთავაზება არ ყოფილა.

„ლოგიკური დასკვნაა, რომ, როგორც ჩანს, საფრთხე ჯერ ამოწურული არაა. რაც შეეხება იმას, დათანხმდება თუ არა გიორგი გაბუნია ამას, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მანამდე ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში უპასუხებდნენ. საქმე ეხება შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას. ამ ფაქტის მოკვლევის ფარგლებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქეა დაკავებული. სუსი ამ დრომდე არ აკონკრეტებს, რა კავშირია სპეცოპერაციასა და გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობას შორის.

imedinews.ge