გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ფასილიტატორი ელჩების მოწოდება ოპოზიციისადმი მიიღონ მონაწილეობა კენჭისწყრაში "მაშველი რგოლი" აღმოჩნდა "ევსაქებისათვის"

19-06-2020

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების მიერ, დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, ელჩების დღევანდელი მოწოდება ოპოზიციისადმი მიიღონ მონაწილეობა კენჭისწყრაში "მაშველი რგოლი" აღმოჩნდა "ევსაქებისათვის".

როგორც ჩანს, "ევროპული საქართველო" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს და ამის შესახებ მალე განაცხადებს.კონსტიტუციური ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში ისინი ძველებურად დარჩენილ 3-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ, ხოლო ახალი წესით მათ შეეძლებათ 2-3 წარმომადგენელი მაინც გაიყვანონ პარლამენტში. ასე რომ, ჯორიკა რურუას "პოლიტპატიმრობა" უმალ დაავწყდათ 'ევსაქებს'.რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, მათთვის ელჩების დღევანდელი განცხადება ცივი შხაპის ეფექტს იქონიებს. ელჩებისათვის ჟორიკა რურუა პოლიტმატიმარი არ არის, ხოლო წერილებს უცხოეთიდან ძველებური ძალა აღარ აქვს. აქაურმა ელჩებმა გაცილებით კარგად იციან რა ხდება საქართველოში, ვიდრე შორეულმა კონგრესმენებმა თუ ევროდეპუტატებმა",-წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.