გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: ვიდრე ჩვენი ქვეყნის უკანონო ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის დუმის წარმომადგენლების ადგილი, საქართველოს პარლამენტში არ არის

20-06-2020


„ამ გამოცდილებიდან ყველას შეუძლია დასკვნების, გაკვეთილების გამოტანა. ერთი რამ ცხადია, რომ 20 ივნისი იყო დღე, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი პროტესტით და დასრულდა ძალადობრივი შეტევით საქართველოს პარლამენტზე. არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო და არცერთი დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოება არ მოითმენს საკუთარ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამაზე ხდება რეაგირება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ერთი წლის წინ, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.


„რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა ისიც, რომ 20 ივნისის მოვლენებიდან მიღებული კიდევ ერთი გაკვეთილი არის ის, რომ როდესაც ქვეყანას ოპოზიციაში ჰყავს უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, სახელმწიფოც და საზოგადოებაც ზიანდება.


„ ჩვენი ხელისუფლების დროს, გვახსოვს ამაზე დიდი საპროტესტო აქციებიც, ამაზე ბევრად მწვავე მოთხოვნებიც, რომელიც ახლდა აქციებს და გაიხსენეთ, მშვიდობიანი პროტესტის უფლება ამ აქციების დროს იყო დაცული და არავის მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება არ შეუზღუდავს“,- აღნიშნა მან.


მისივე განცხადებით, ის დღესაც იგივე პოზიციაზეა, რა პოზიციაც მას რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის მთავარ ტრიბუნაზე ხილვისას ჰქონდა - ვიდრე ჩვენი ქვეყნის უკანონო ოკუპაცია გრძელდება, რუსეთის დუმის წარმომადგენლების ადგილი, საქართველოს პარლამენტში არ არის” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​