გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

20-06-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში  გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმში ჩატარებული   სარეაბილიტაციო  სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა.

რეაბილიტაციის შემდეგშენობის  სახურავსა და აივანს პირვანდელი სახე დაუბრუნდა,   ასევე შესრულდა პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები.

ქართველი გენერლის სახლ-მუზეუმის შენობას აღდგენითი სამუშაოები 2006 წელს ჩაუტარდა. მას შემდეგ მუზეუმს დამთვალიერებლები ხშირად სტუმრობენ და პირად ნივთებთან ერთად საბრძოლო ეპიზოდებსაც ეცნობიან. დაუმარცხებელი გენერალი საქართველოს პატრიოტი და უერთგულესი მებრძოლი იყო, მარადიული ხსოვნა და პატივის მიგება კი ყველა ჩვენთაგანის ვალია - აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.