20-06-2020
ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
უნივერსალური სპორტული კომპლექსი თავისი ფუნქციურობითა და მასშტაბურობით უნიკალური პროექტია. ის აერთიანებს სპორტის მრავალი სახეობის მიმართულებას.
დარბაზების საერთო ფართი 10 240 მ2-ია, ხოლო პროექტის ღირებულება კი 62 მლნ ლარია.
პროექტი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დასრულდა გადახურვის, ფასადის შეფუთვის, დარბაზებში სპორტული განათების, გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სამუშაოები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო, გარე კეთილმოწყობისა და სპორტული იატაკების მოწყობის სამუშაოები.
უახლოეს პერიოდში მთავარ დარბაზში ფიბას საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იატაკის დაგება დაიწყება.
სამუშაოები ყველა სახის სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს.