გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროექტის - ,,მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

26-02-2018

პროექტის – „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ ფარგლებში, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამეს, ისაუბრეს მიღწეულ შედეგებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიზაციის პროგრამის მენეჯერმა დომენიკა სკუპიდამ, საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ და პროექტის დირექტორის მრჩეველმა რევაზ ბარბაქაძემ.

კონფერენციას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქალაქის მერის მოადგილე დავით კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: ნინო ტაბატაძე და დავით რეხვიაშვილი, დეპუტატები, სამოქალაქო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“ განხორციელება, რუსთავის მერიამ ნიდერლანდების სამეფოს მუნიციპალიტეტების ასოციაციასა და მუნიციპალიტეტების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრთან პარტნიორობით, 2016 წლის მარტში დაიწყო.

პროექტი მიზნად ისახავდა რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას, ქალაქში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის დასანერგად, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.