გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახა ოქრიაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

20-06-2020

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ, საზოგადოებასა და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს დაუყოვნებლივ გავაცანი ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით:

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა თბილისში აღარ უნდა გაგრძელდეს და ვფიქრობ, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, უნდა შეაჩეროს აღნიშნულ ასამბლეაში მუშაობა.

გარდა ამისა, ყველა ის პირი, ვინც პასუხს აგებს ფორუმის ამ სახით დაგეგმვასა და წარმართვაზე, უნდა წავიდეს როგორც საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობიდან, ისე პოლიტიკიდან.

და ბოლოს, პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, მოვითხოვ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას შემოდგომაზე“.

ერთ წლის წინ, მე ბაქოდან შევუერთდი 20 ივნისის საღამოს დაანონსებულ ღირსების აქციას და მოვუწოდე მოსახლეობას, ხელისუფლებას, ოპოზიციას, მთელ პოლიტიკურ სპექტრს, თითოეულ მოქალაქეს, - დაგვენახებინა მთელი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხებში საქართველო ერთიანია. თუმცა სამწუხაროდ, ჩემი შეხედულება არ იქნა გაზირებული.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემი პოზიციის მყისიერად გაზიარების შემთხვევაში, შევძლებდით პოლიტიკური ვითარების დეესკალაციას და თავიდან ავიცილებდით 21 ივნისს განვითარებულ უმძიმეს მოვლენებს"-ნათქვამია განცხადებაში.