გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

20 ივნისი ლტოლვილთა/იძულებით ადგილნაცვალთა საერთაშორისო დღეა

20-06-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„20 ივნისი გაეროს მიერ ლტოლვილთა მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული. დღევანდელ დღეს, საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ კატეგორიის ადამიანებს, რომელთაც საკუთარ თავზე უსამართლობა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების დარღვევა გამოსცადეს.

ამ დღეს, მთელი ცივილიზებული სამყარო განსაკუთრებით ხაზს უსვამს დევნილი და იძულებით გადადგილებული პირების უფლებების დაცვის და სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობას.

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მიმართულია სწორედ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაზე, თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დევნილთა უსაფრთხოდ აღირსეულ დაბრუნებაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უერთდება საერთაშორისო საზოგადოების განწყობას და საქართველოს ხელისუფლების მიდგომას დევნილთა პრობლემების მოგვარების მცდელობებთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, არსებული სამშვიდობო პოლიტიკის პირობებში საერთაშორისო მექანიზმების ეფექტური გამოყენების მეშვეობით, შესაძლებელი იქნება უსამართლობის დარეგულირება და სამართლებრივი სტატუსქვოს აღდგენა“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.