გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სამეგრელოში, თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

20-06-2020

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟო და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ჭარბი წყლის მოცილების მიზნით, თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისაგან საერთო სიგრძით 2 500 მეტრამდე კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. სამელიორაციო ღონისძიებები 32 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის მიმდებარე სასოფლო -სამეურნეო მიწის ფართობები არ დაიტბორება.

დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია ივლისის ბოლოს დაასრულებს.