გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

განათლების სამინისტრო: უახლოეს მომავალში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს, სწავლის დასრულებამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლის ვალდებულება გადაუვადდებათ

20-06-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროფესიული განათლების კუთხით წელს არაერთი სიახლე დაინერგება.

მართალია, პროფესიული განათლებაში მიღწეული შედეგები 2013 წლიდან დღემდე საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, მას დაემატა კანონი "დისტანციური სწავლების შესახებ". პროფესიულ სასწავლებლების იმ პროგრამებზე, სადაც თეორიული ნაწილის სწავლება დისტანციურ რეჟიმშია შესაძლებელი, ონ-ლაინ ლექციების პრინციპი დაინერგება.

როგორც "ბიზნესი იმედზე" გადაცემას სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო გაწვევა პროფესიული სასწავლებლების შემთხვევაში მნიშნელოვანი დაბრკოლებას წარმოადგენდა. ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის დასრულებამდე სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლის ვალდებულება გადაუვადდებათ.

სიახლეა ისიც, რომ პროფესიულ განათლებაში, მოკლევადიანი პროგრამების მომზადება - გადამზადების პროვაიდერი შესაძლოა იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი. იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძო ბიზნესი თუ ტრენინგ - ცენტრი, რომელიც შექმნის პროგრამას, დაასაბუთებს ამ პროგრამის საჭიროებას შრომით ბაზარზე და დაადასტურებს, რომ აქვს ამ პროგრამის შეთავაზების ადამიანური და მატერიალური რესურსი.

"საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია" ერთ-ერთი პირველია, ვინც გასულ წელს საქართველოს განათლების სამინისტროსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისთან თანამშრომლობით დაარსდა და რეგიონული ჰაბის როლს ასრულებს. აკადემია, წელიწადში 200 ახალგაზრდას, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც მოამზადებს, რომლებიც ტურიზმის სფეროში დასაქმდებიან.

"საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის" პროგრამების ხელმძღვანელმა, მანანა უგულავამ გადაცემაში "ბიზნესი იმედზე" შვეიცარიის მაგალითი მოიყვანა, სადაც ახალგაზრდების 65 % სწორედ პროფესიულ განათლებას ირჩევს. ის იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი რანგის საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო სკოლებთან თანამშრომლობა, ქართველებს პროფესიული განათლების დაუფლების სურვილს გაუჩენს.

საირმის აკადემიაში ,,სასტუმროს ოთახების მართვის" პროფესიული გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე სწავლა უკვე დაიწყო. 30 ახალგაზრდა 90% - იანი დაფინანსებით დაეუფლება პროფესიას, მიიღებს საქართველოსა და შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა შHL-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერტიფიკატს და დასაქმდება შესაბამის პოზიციაზე.

პროფესიული განათლების რეფორმის პირველი ეტაპი წელს სრულდება. მომავალი წლიდან კი ახალი 7 წლიანი სამოქმედო გეგმა გაიწერება.