გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცა

27-02-2018

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამასა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დეტალებზე ოჯახს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, აღნიშნეს, რომ ისინი ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ, რათა გარდაცვლილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვენებლად კონკრეტული გეგმა შემუშავდეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ეფექტური რეაგირება არ იქნება, აქციები უფრო ფართომასშტაბიან და მწვავე ფორმას მიიღებს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრას დღესაც გამართავენ. თუმცა, კონკრეტულად ვინ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმოდგენილი აღნიშნულ შეხვედრაზე, ჯერჯერობით უცნობია.

გუშინ გამართული აქციის გამო, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მოძრაობა გადაკეტილი იყო თბილისი-სენაკი-ლესელიძის, ასევე თბილისი-კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალებზე. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილებმა გადაადგილება დაიწყეს. მოძრაობას შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ერთეული ეკიპაჟი აკონტროლებს. ტერიტორიას ტოვებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.

"ინტერპრესნიუსი"