გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

მათე ტაკიძე: ჩვენი პროგრამები ბიზნესთან ერთად კეთდება და ყველა იმ უნარს მოიცავს, რომელიც საჭიროა წარმატებული დასაქმებისთვის

20-06-2020

გახდი პროფესიონალი და დასაქმდი - ეს ქართული პროფესიული განათლების სლოგანია, რომელიც 2013 წლიდან დღემდე ათასობით ადამიანმა გაიზიარა. მოკლე ვადაში კონკრეტული კომპეტენციის შეძენა სწორედ ის არის, რაც დღეს თანამედროვე ადამიანს სჭირდება.

საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე „ბიზნესი იმედზე“ საუბარისას აღნიშნავს, რომ ყველა პროგრამა, რომელიც გადის ავტორიზაციას ექსპერტების და ბიზნესის ჩართულობით მზადდება.

„კოლეჯ „სპექტრში“ გრძელვადიანი საინჟინრო მიმართულების პროგრამები და წელს 19 პროგრამაზეა გამოცხადებული მიღება. ასევე გაქვს 14 ავტორიზებული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამა, რომელიც ბიზნესთან ერთად კეთდება და ყველა იმ ელემენტს და უნარს მოიცავს, რომელიც საჭიროა ადამიანების წარმატებული დასაქმებისთვის“, - აცხადებს მათე ტაკიძე.

პროფსასწავლებლების ხელმძღვანელების განცხადებით, წელს განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა IT მიმართულებაზეა. ვაკანსიების ჩამონათვალში 80% სწორედ ამ პროფესიაზე მოდის. პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკა 2013 წელს თუ 39% იყო, 2020 წლის მონაცემით ეს მაჩვენებელია 62 % - ია. აქ შედის შედის თვითდასაქმებულებიც, რომლებიც საკუთარ მცირე ბიზნესს აწარმოებენ.

წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირება 10 აგვისტოს ჩათვლით www.vet.emis.ge ვებგვერდზეა შესაძლებელი.