გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მამუკა მდინარაძე: ამ ქვეყანაში არეულობა აწყობს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების სხვა შანსი გარდა დესტაბილიზაციისა, არ გააჩნიათ

20-06-2020

ქართული „ნოუ ჰაუა“, როდესაც გამოძიების დეტალებზე პოლიტიკოსები საუბრობენ ვერსიების დონეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღემდე არ უთქვამს ეს ეხებოდა თუ არა გაბუნიას. მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, პირველ რიგში ვის დაადებდნენ ხელს? პირველ რიგში ვინ გამოვარდებოდა ქუჩაში, პირველ რიგში ვინ მოიცლიდა- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

"დესტაბილიზაციისთვის და რა მოწოდებები იქნებოდა მე ამაზე პასუხს არ გავცემ. ამ კითხვებს პასუხი მოსახლეობამ გასცეს და აქედან გამომდინარე რა შედეგი დადგებოდა საზოგადოებამ განსაჯოს. ამ ქვეყანაში არეულობა აწყობს ორ ვიღაცას. ერთი ოკუპანტ რუსეთს და მეორე იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც აქვთ დაბალი პოლიტიკური რეიტინგი ხელისუფლების ხელში ჩაგდების სხვა შანსი გარდა დესტაბილიზაციისა არ გააჩნიათ. ვინ არის ასეთი პოლიტიკური ძალა ამაზე არ ვისაუბრებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.