გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ამის შესაძლებლობა პირველად გვეძლევა

21-06-2020

„25 წლის მანძილზე, ჩვენ პირველად გვეძლევა იმის შესაძლებლობა, არჩვენები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 25 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია და ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ხელიდან არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, 120/30-ზე საარჩევნო სისტემა პრაქტიკულად წარმოშობს იმის იდენტურ შედეგს, რასაც წარმოშობდა სრულად პროპორციული სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით.

„ამ სისტემის საფუძველზე ზუსტად ისევე გადანაწილდება მანდატები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, როგორც გადანაწილდებოდა მანდატები სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული წარმოდგენილი კანონპროექტით. ეს ცვლილება სიმყარეს შესძენს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, იმ რედაქციას, რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ 2 წლის წინ და რომელიც ადგენს ევროპული ტიპის, ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, თავისი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით. თითოეული ჩვენგანი უნდა ვამაყობდეთ იმით, რომ ვართ კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანაავტორები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​