გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"შეიძლება სადღაც არის, თავს აფარებს..." - დაკარგული 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკითხვები დღესაც გაგრძელდება

22-06-2020

გვიან ღამემდე მიმდინარეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტი მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში, იქ, სადაც, სავარაუდოდ, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა. სამართალდამცავებმა ადგილზე კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი პირი ვახო ახვლედიანი მიიყვანეს და მისგან მოისმინეს შემთხვევის დეტალები.

ადგილზე, ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

მცხეთის პოლიციაში კი დაკარგული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვები დღესაც გაგრძელდება. ე.წ. ოქროს მოწმე, გურამ ამირხანაშვილის სამართალდამცველების შეკითხვებს გუშინ გვიანობამდე პასუხობდა. სწორედ ამირხანაშვილი იყო ის პირი, რომელმაც გიორგი შაქარიშვილი ბოლოს ნახა.

გამოკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარის არ გაკეთებულა. ორივე მათგანი მცხეთაში მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა და სახლი ერთად დატოვეს. როგორც ირკვევა, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება თბილისისკენ მიმავალ გზაზე სხვა პირებთან და ორივე ახალგაზრდამ გაქცევა შეძლო. ამის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი აღარავის უნახავს.

დაკითხვების პარალელურად, უკვე მეოთხე დღეა, მაშველები დაკარგულს არაგვსა და მტკვარში ეძებენ. ტერიტორია კონტროლდება დრონის საშუალებითაც. საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზეა აღძრული.

"დღემდე კონკრეტულად ამ მძებრითი სამუშაოებით არ არის ცნობილი ის მიზეზი, რომლითაც შეიძლება დადგინდეს, რომ კონკრეტულად უბედური შემთხვევა გვაქვს. არის ასეთი  შემთხვევები, როცა ამ ასაკის ახალგაზრდებს კონფლიქტის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს რაღაც შიში, მორიდება. შეიძლება სადღაც არის, თავს აფარებს. თუ ვინმემ იცის, ან თვითონ გიორგის მინდა ვთხოვო, რომ გამოჩნდეს, არანაირი საფრთხე არ არის," - განაცხადა  საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

rustavi2