გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

22-06-2020

19 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ჩიკვაიძემ მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსთან, თამთა ტეფნაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა ორგანიზაცია "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის" წარმომადგენლებთან - ეკა მესხრიკიძესთან და თამარ ვაწაძესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2 მნიშვნელოვანი პროექტის კონცეფცია, რომელიც სლოვაკურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „სოსნა“ - ერთად განხორციელდება. მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე სამომავლო თანამშრომლობაზე.

დავით ჩიკვაიძემ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაცია "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს" მუნიციპალიტეტის მასშტაბით პროექტების განსახორციელებლად.