გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავიღალე!… – ნიკა გვარამიას ემოციური მონოლოგი

22-06-2020

„დავიღალე პასუხისმგებლობით, საკუთარი გუნდის წევრების წინაშე. დავიღალე იმიტომ, რომ ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და უნდა იყოს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ „მთავარ აქცენტებში“ ისაუბრა.

 

„ბევრი ვიფიქრე მეთქვა თუ არა სიტყვა, რომელიც არ მიყვარს მაინც და მაინც, მაგრამ ხშირად ვიყენებ ხოლმე შიდა ძალიან ინტიმურ წრეში, ადამიანებთან რომლებთანაც ვცხოვრობ, ოჯახის წევრებს ვგულისხმობ – დავიღალე.

არა 8 წლიანი ომით დამპყრობელთან, რომელსაც ადგილზე ივანიშვილი წარმოადგენს, მაგრამ ეს რუსეთია, არა ამით არა.

 

არა 8 წლიანი ომით, საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის. არა ამით არა.

 

არა 8 წლიანი ომით ტელევიზიის, ჯერ ერთის მერე მეორის, შენარჩუნების, ფინანსების შოვნის, ზრუნვის – საეთერო ბადეზე, კონტენტზე, სხვა დეტალებზე აღარ გადაგღლით, არა ამით არა.

 

დავიღალე პასუხისმგებლობით, საკუთარი გუნდის წევრების წინაშე. დავიღალე იმიტომ, რომ ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია და უნდა იყოს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი.

 

ვიღაცას არ სჯერა, ბევრს არ სჯერა, შეიძლება ჩემი გუნდის წევრებსაც არ გჯერათ ბევრს ან ცოტას. მაგრამ ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია.

 

იმიტომ, რომ საკუთარ ცხოვრებაზე გადაწყვეტილებას ვიღებ მე, საკუთარ თავს ვაკონტროლებ, ვიცი როგორ უნდა მოვიქცე, როდის რა უნდა გავაკეთო, ჩემი აზრით შეიძლება არასწორად.

 

სხვების ცხოვრებაზე გადაწყვეტილების მიღება დამღლელი და სტრესულია, არადა მე ამას 8 წელია დაჟინებით ვაკეთებ. როგორ? ვარწმუნებ ადამიანებს, რომ ისინი სწორად ცხოვრობენ, ის რასაც ისინი გამოხატავენ, აკეთებენ და ემსახურებიანა არის სწორი და ამაში არ ვიტყუები, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ წავახალისო, გავამხნევო და კიდევ გავაკეთებინო ის რასაც აკეთებენ და აკეთებენ ყველაზე კარგად.

 

დავიღალე ჩემი გმირების უსაფრთხოებაზე, ცხოვრებაზე, კეთილდღეობაზე და მათ საბოლოო გამარჯვებაზე ფიქრით. დავიღალე, რადგან ისინი ყველას მირჩვევნია და ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემები, ბავშვები, როგორც სულელეურად მაგრამ ხშირად ვეძახი. ერთი ჩემზე უფროსი განსაკუთრებით ჩემზე ჯიუტია, ის განსაკუთრებით მიყვარს და განსაკუთრებით ფასეულია. გიორგი გაბუნიაა მისი სახელი“, – ამბობს გვარამია.

 

პრაიმტაიმი