გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ქვეითად მოსიარულეებს ავტომანქანა დაეჯახა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

27-02-2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში ქვეითად მოსიარულეებს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰოსპიტალში განუცხადეს, პაციენტი მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"