გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

neweurope: საქართველოს ჰყავს პროევროპული და პროდასავლური ხელისუფლება მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, ხოლო ევროკავშირსა და ნატოში შესვლას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%

22-06-2020

 

„G7-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პრო-დასავლურ მომავალს“ ამ სათაურით გამოცემა Neweurope  აქვეყნებს  ევროპარლამენტარის, ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ალექსანდრ ვონდრას სტატიას.

 

„საქართველოს ჰყავს პროევროპული და პროდასავლური ხელისუფლება მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ხელმძღვანელობით, ხოლო ევროკავშირსა და ნატოში შესვლას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%” – წერს ევროპარლამენტარი

 

როგორც სტატიაშია ნათქვამი „ქართული ოცნების“ მიერ ახლახან შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმას მიესალმებიან ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ შესაბამის მოლაპარაკებებში და დოკუმენტის შედგენაში.

 

„ქვეყანა დემოკრატიულია: „ქართული ოცნების“ მიერ ახლახან შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმას მიესალმებიან ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ შესაბამის მოლაპარაკებებში და დოკუმენტის შედგენაში. ქვეყანა ასევე დგას ეკონომიკური თავისუფლების და გლობალური ვაჭრობის გზაზე. ამ ეტაპზე საქართველო ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას. ახლახან საქართველომ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმებას გაერთიანებულ სამეფოსთან, ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი კლიმატის თვალსაზრისით.

 

და მაინც, მიუხედავად თავისუფლებისა და დემოკრატიის გზაზე ბოლო წლებში მიღწეული პროგრესისა (თუ სწორედ ამ პროგრესის გამო?), რუსეთის მტრული დამოკიდებულება და აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება. წლის დასაწყისში აშშ-ის, ევროპის და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულმა ერთობლივმა გამოძიებამ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებაც იყო ჩართული, გამოავლინა რუსეთის მხრიდან მასიური კიბერშეტევის დეტალები, რომლის სამიზნეებსაც წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების ვებგვერდები და სხვა ელექტრონული ინფრასტრუქტურა. 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. და ამ შემთხვევაშიც (ისევე, როგორც უფრო დიდი სახელმწიფოების: მაგალითად, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში) შეშფოთების საგანს წარმოადგენს რუსეთის მიერ დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელება“ - წერს სტატიის ავტორი.