გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

22-06-2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. ვიდეო კონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოში ინვესტიციების წახალისების ხელშესაწყობად საბჭოს რეკომენდაციები განიხილეს და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობაზე, ენერგეტიკისა და განათლების სექტორებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობაში მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ინვესტორთა საბჭოს როლს კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით. აგრეთვე, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად მუშაობს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რაშიც ინვესტიციების მხარდაჭერა და საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.