22-06-2020
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 21 ივნისს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური გამოყენების შედეგად 237 კმ2 საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რისთვისაც სისტემამ 110 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.
რეგიონში ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში შემოვიდა და ეტაპობრივად მოიცვა დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ახმეტის და ლაგოდეხის რაიონები.
კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობა 100%-ს შეადგენდა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 30მმ იყო.
15:53 სთ-დან 20:35 სთ-მდე ღრუბლის მასები მნიშვნელოვანი შეზღუვდებით, სროლისთვის აკრძალული ზონების არსებობის პირობებში რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 110 ერთეულამდე რაკეტა.
ზემოქმდების შედეგად ნალექის დიდი ნაწილი ხუთივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა, სეტყვის მოსვლა მხოლოდ სროლისთვის შეზღუდულ სექტორებში დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება