27-02-2018
ე.წ. აფხაზეთის ეროვნულმა ბანკმა აფხაზეთში ფულად-საკრედიტო ურთიერთობებს შეფასება მისცა. დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ბანკის მიერ მოყვანილი მონაცემების თანახმად, 2018 წლის იანვრის მაჩვენებლებით, გატანილია კრედიტი 2 377 746 ათასი რუბლის ოდენობით, მაშინ როდესაც კრედიტების დავალიანება შეადგენდა 1 952 891 ათას რუბლს.
ამსთან, „მომუშავე აქტივები“ შეადგენს 3 940 852 ათას რუბლს, აქედან საკრედიტო ინვესტიცია ეკონომიკაში -2 735 600 ათასი რუბლი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ბანკის პროგნოზირებით, 2018 წელს განვითარების საბაზისო სცენარით, საკრედიტო ინვესტიციების არსებითი ზრდა არ არის მოსალოდნელი. მათი ზრდა პროგნოზირებულია 3 830 მილიონი რუბლით, რაც 10 მილიონით მეტია, ვიდრე 2017 წელს იყო მოსალოდნელი. საკრედიტო ორგანიზაციების ფინანსური შედეგი 2018 წლისთვის 30 მილიონ რუბლს მიაღწევს, რაც 9 მილიონი რუბლით მეტი იქნება 2017 წლის მოსალოდნელ ფინანსურ შედეგზე.
apsnypress