გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჯანდაცვის მინისტრი: დღეს რომ იყოს სექტემბერი, ჩვენ დავიწყებდით სწავლას

23-06-2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს საქართველოში არსებული ეპიდვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ სწავლის დაწყება არ გადაიდოს.

მისი თქმით, წინ კიდევ 3 თვეა გასავლელი და ვითარება შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა ახლა რომ სექტემებრი იყოს, სწავლის პროცესი განახლდებოდა.

„იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც გვაქვს, რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ სწავლა სექტემბერში განახლდება, თუმცა, წინ 3 თვე გვაქვს. გვინდა, მოსახლეობამ გაიაზროს, თუ რა რისკების წინაშე ვდგავართ. ერთობლივად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება და მისი მართვა, რათა შემოდგომასა და ზამთარში ეს არ გაგვიჭირდეს. დღეს რომ იყოს სექტემებერი, ჩვენ დავიწყებდით სწავლას",- აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 911 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 768 და გარდაცვლილია 14 პაცინეტი.

pia