გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სენაკის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

23-06-2020

სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, ქალაქ სენაკში, ერთერთ საცხოვრებელ სახლში, გ.გ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვან ს.გ.-ს დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ გ.გ.-მ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი.

სამართალდამცველებმა გ.გ. 2019 წლის 23 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.