გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ის საზღვაო ხომალდის „პორტერის" ბათუმის პორტში შემოსვლას ეხმაურება

23-06-2020

„მივესალმები აშშ-ს საზღვაო ხომალდის USS Porter-ის დაბრუნებას, ეს გემის მესამე შემოსვლაა ბათუმის პორტში, რაც ადასტურებს საქართველო-აშშ-ს დინამიკურ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას და ხელს უწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ამერიკული სამხედრო გემი USS Porter-ი ბათუმის პორტში დღეს დილით შევიდა. ეს საქართველოში გემის მესამე ვიზიტია. უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად Porter-ი ბათუმის აკვატორიაში 2015 და 2019 წლებშიც იმყოფებოდა.


https://twitter.com/DZalkaliani/status/1275361679329591296