გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვლადიმერ ბორცვაძე: გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე არ იკვეთება

23-06-2020


გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით არ იკვეთება-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის და იმ შემთხვევაში, თუ შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაქცია იქნება მყისიერი.
“ჯერ-ჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა ამ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული არ არის. როგორც გითხარით, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საქმეში შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები კონკრეტულ პირთა პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი. „ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ-ჯერობით არ იკვეთება გიორგი შაქარაშვილის მხრიდან კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტი“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
„სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს, ექსპერტები მუშაობენ. ჯერ-ჯერობით დასკვნა ჩვენ არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ ექპერტიზის დასკვნას, რომელიც გასცემს კითხვებს პასუხს, თუ რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.