გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვლადიმერ ბორცვაძე: გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

23-06-2020

„გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თუ შეიკრიბება შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დააკმაყოფილებს სტანდარტს, კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი“- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ გამოძიება არის რთული პროცესი და ერთ დღეში არ შეიძლება დასრულდეს. ამ საქმეზე ჩასატარებელია კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, გამოსაკითხია ათეულობით მოწმე დამატებით და შემდგომ ის პირები, ვინც ჯერ-ჯერობით გამოკითხული არ არის. ჩასატარებელია უამრავი ექსპერტიზა, შესაბამისად, ერთ დღეში და ორ დღეში გამოძიება შედეგს ვერ დადებს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, მაგრამ, გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თუ შეიკრიბება შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც დააკმაყოფილებს სტანდარტს კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

„როგორც მოგახსენეთ, გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, რადგან ჩვენ გვქონდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩატარდა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები და საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა დამატებით კიდევ ერთი- ძალადობის მუხლი და დღეის მდგომარეობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძალადობის მუხლებით“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.