გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

„ფრჩხილები მუხლებში ჩამასო და დამემუქრა“ – სააკაშვილი პუტინთან ბნელ ოთახში შეხვედრას იხსენებს

23-06-2020

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პუტინთან შეხვედრა გაიხსენა ცალკე ოთახში. მის სიტყვებს გამოცემა „გორდონი“ აქვეყნებს.

 

სააკაშვილის თქმით, რუსეთის ლიდერთან საუბარი მინსკში, თანამეგობრობის ქვეყნების სამიტზე 2006 წელს შედგა:

„პუტინმა რაღაც ცალკე ოთახში გამიყვანა, მუხლებში ფრილები ჩამასო – საუბარი თვალი თვალში გაყრით მიდიოდა – და ომით დამემუქრა“ – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი და განმარტავს, რომ მაშინ მისი თანამოსაუბრე „არ ხუმრობდა“.

 

დღესვე, 23 ივნისს, მოგვიანებით დიმიტრი გორდონის youtube-არხზე სააკაშვილთან ინტერვიუს სრული ჩანაწერი გამოქვეყნდება.

 

სააკაშვილი ამჟამად უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.

 

ის საქართველოს პრეზიდენტის პოსტს 2004-2013 წლებში იკავებდა.

პრაიმტაიმი