გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ ქვემო გომში საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო

23-06-2020

სოფელ ქვემო გომში 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო, რომლის სამუშაოებია კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალირა.

სკოლა ყველა თანამედროვე მოთხოვნის გათვალისწინებით შენდება. 12 საკლასო ოთახის გარდა მოეწყობა 3 კლასკაბინეტი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა წიგნსაცავით, დირექტორის და ექიმის კაბინეტი, სამასწავლებლო, მანდატურის ოთახი, ლიფტი და სხვა. სანიტარული კვების ბლოკები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

"ძველი სკოლის შენობა 1926 წელს არის აშენებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. არასაკმარისი საკლასო ოთახების გამო სკოლაში სწავლა ორ ცვლიანია. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განათლებულ მომავალზე ზრუნვა სახელმწიფო ინტრესია და შესაბამისად პრიორიტეტულიც.

დღეს კასპის მუნიციპალიტეტში ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს: სოფელ ხოვლეში, კოდისწყაროში, წინარეხსა და ქვემო გომში. სკოლას ამხანაგობა „ემ-სი გრუპი ინდუსტრია“ აშენებს და მისი ღირებულება 2 360 000 ლარია -აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.