გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნიკა გვარამია: "მთავარმა არხმა“ დაუშვა მძიმე შეცდომა, ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას

24-06-2020

„მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით,  ტელეკომპანიამ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მომზადებულ სიუჟეტში შეცდომა დაუშვა, რის გამოც ის  საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ამის შესახებ გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა. 


„ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტში, მიუხედავად ავტორის მიერ ყველა ფორმალური მოთხოვნის დაცვისა (ხაზგასმით, ყველა არსებული ფორმალური მოთხოვნის);


მიუხედავად აბსოლუტურად და უალტერნატივოდ კეთილშობილური მიზნისა, დაგვეცვა მსხვერპლი ბავშვები და გვეიძულებინა მახინჯი მთავრობა, შეესრულებინა მსხვერპლის დაცვის კონვენციური ვალდებულებები;

 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, „მთავარმა არხმა“ დაუშვა მძიმე შეცდომა. იმედია, არა გამოუსწორებელი.

 

ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ვწუხვარ, და არ ვაპირებ იმის დაწერას, რომ „შეცდომები მოსულა“ და რომ „მთავარ არხს“ აბულინგებენ. მადლობა კრიტიკისთვის ყველას, ვინც მოდარაჯე ძაღლის პრინციპით, ცდილობს, რომ ამგვარი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. ჩვენც ძალიან ვეცდებით“, – წერს ნიკა გვარამია.