17-11-2017
შემთხვევა გუშინ, 19 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, მოხდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ქალს ამ ქუჩაზე ბინა ჰქონდა ნაქირავები. მეგობარმა კაცმა კი იგი ამავე ბინაში დაჭრა. ქალი დახმარების თხოვნით ახლოს მდებარე სურსათის მაღაზიაში შევარდა.
„შემოვარდა, ხელ-ფეხიდან სისხლი სდიოდა, ვერ გეტყვით, უკან მოყვებოდა ვინმე თუ არა. მერე სასწრაფოც მოვიდა და წაიყვანეს“, – გვიყვებიან სურსათის მაღაზიის თანამშრომლები.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა დაჭრილი კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა.
„ღია ჭრილობები ჰქონდა ბარძაყისა და ხელის მიდამოებში, გავუკერეთ და ბინაზე გაეწერა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ კლინიკა „იმედში“.
შსს–ში ამბობენ, რომ 30 წლამდე კაცი პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს. უწყება მომხდარს სსკ–ის 117–ე მუხლით იძებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"