გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმოზის ექსპორტის გეგმის შესრულებას ვარაუდობენ

27-02-2018

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში 30 ტონა მიმოზა გაიტანეს.

როგორც მედიას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა ასიდა კვიციანიამ განუცხადა, წელს ამინდი იძლევა შესაძლებლობას, რომ გეგმა სრულად შესრულდეს.


მისი თქმით, ჯამში, 256 ტონა მიმოზის ექსპორტი იგეგმება.


ასიდა კვიციანიამ აღნიშნა, რომ ყვავილის დიდი რაოდენობა იურიდიულ პირებს მიაქვთ, მცირე რაოდენობა კი - ფიზიკურ პირებს.


მისივე თქმით, 2017 წლის სეზონი ჩავარდა და გეგმის შესრულება ვერ მოხერხდა.

"პია"